პროექტის შესახებ
Radisson Collection, წინანდალი (კახეთი) ერთ სივრცეში აერთიანებს ღია და დახურულ აუზს პანორამული ხედებით, იდეალური ტემპერატურით წლის ნებისმიერ დროს.
სივრცე Bose Professional-ის აუდიო სისტემით აღვჭურვეთ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს: მაღალი ხარისხის, თანაბრად განაწილებული ჟღერადობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის სასტუმროს უნიკალურ დიზაინს.
სისტემა ინტეგრირებულია სასტუმროს ძირითად IT ინფრასტრუქტურასთან, ამიტომ აუდიოს მართვა ცენტრალიზებული და მარტივია.
სისტემა მწარმოებლის პროგრამებში, Modeler Sound System-სა და ControlSpace Designer-ში, დავაპროექტეთ, რამაც სივრცეზე ზუსტად მორგებული გადაწყვეტა შესაძლებელი გახადა. სისტემური ინტეგრაცია ჩვენმა Bose Professional-ის სერტიფიცირებულმა ინჟინრებმა განახორციელეს.
გამოყენებული სისტემები და სერიები: • DesignMax • FreeSpace • Panaray ლაინ ერეი • Modeler Sound System • ControlSpace
გამოწვევა
წინანდლის სასტუმროს ღია და დახურული აუზის გაერთიანებულ პანორამულ სივრცეში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს იდეალურ ტემპერატურას ინარჩუნებს, უზრუნველყოფილიყო მაღალი ხარისხის, თანაბრად განაწილებული ჟღერადობა, სასტუმროს უნიკალურ ესთეტიკურ დიზაინთან ჰარმონიული შერწყმით და ძირითად IT ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირებული, მარტივი ცენტრალიზებული მართვით.
გადაწყვეტა
ჩვენ მიერ Modeler Sound System-ში დაპროექტებული და ControlSpace Designer-ში დაპროგრამებული Bose Professional-ის სისტემა: DesignMax, FreeSpace და Panaray ლაინ ერეის დინამიკები, სასტუმროს IT ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირებული ცენტრალიზებული მართვით. სისტემური ინტეგრაცია ჩვენმა Bose Professional-ის სერტიფიცირებულმა ინჟინრებმა განახორციელეს.

