Ambassadori Goderdzi

პროექტები

Ambassadori Goderdzi

Bose Professional-ის 12-ზონიანი აუდიოსისტემის 3D პროექტირება, ინტეგრაცია და ცენტრალიზებული მართვა.

პროექტის შესახებ

Ambassadori Goderdzi აჭარის მაღალმთიანეთში, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში შექმნილი 5-ვარსკვლავიანი სივრცეა, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ტექნოლოგია და პრემიუმ გამოცდილება ერთიანდება.

Ambassadori Goderdzi არის სივრცე, სადაც დეტალებს მნიშვნელობა აქვს, და სწორედ ასეთ გარემოს სჭირდება აუდიო სისტემა, რომელიც არა უბრალოდ ჟღერს, არამედ ქმნის ატმოსფეროს.

Bose Professional-ის ხმით როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები აღვჭურვეთ. ჯამში, 12 დამოუკიდებელი ზონა აღჭურვილია უახლესი მოდელებით, რაც უზრუნველყოფს სუფთა, დაბალანსებულ და თანაბრად განაწილებულ ხმას მთელ კომპლექსში.

აუდიო სისტემა წინასწარ დავაპროექტეთ Modeler Sound System-ში, შენობის არქიტექტურული 3D ნახაზების საფუძველზე, რომ გადაწყვეტა სივრცეს ზუსტად მორგებოდა. მონტაჟის ეტაპზე თითოეული ზონა ინდივიდუალურად დავაპროგრამეთ ControlSpace Designer-ში.

სისტემის ცენტრალიზებული მართვა სრულად ინტეგრირებულია შენობის IT ინფრასტრუქტურასთან, რაც უზრუნველყოფს დისტანციურ მონიტორინგს, განახლებებსა და ტექნიკურ სერვისს და ოპერირებას მაქსიმალურად ამარტივებს.

გამოყენებული აუდიო სისტემები: • Bose DesignMax • Bose ArenaMatch Utility • Bose PowerShare გამაძლიერებლები • Bose ESP ქსელური პროცესორი • Bose Modeler Sound System • Bose ControlSpace Designer

გამოწვევა

აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე 5-ვარსკვლავიანი კურორტის 12 დამოუკიდებელ ზონაში, შიდა და გარე სივრცეების ჩათვლით, უზრუნველყოფილიყო სუფთა, დაბალანსებული და თანაბრად განაწილებული ხმა, შენობის არქიტექტურასთან ზუსტად მორგებული და ცენტრალიზებულად მართვადი, IT ინფრასტრუქტურასთან სრული ინტეგრაციით.

გადაწყვეტა

ჩვენ მიერ Modeler Sound System-ში შენობის 3D არქიტექტურული ნახაზების საფუძველზე წინასწარ დაპროექტებული და ControlSpace Designer-ში თითოეული ზონისთვის ინდივიდუალურად დაპროგრამებული Bose Professional-ის სისტემა: DesignMax და ArenaMatch Utility დინამიკები, PowerShare გამაძლიერებლები და ESP ქსელური პროცესორი, ცენტრალიზებული მართვით, სრულად ინტეგრირებული სასტუმროს IT ინფრასტრუქტურასთან დისტანციური მონიტორინგის, განახლებებისა და სერვისისთვის.

პროექტის გალერეა

გეგმავთ მსგავს პროექტს?

მოგვწერეთ ზომა და რისთვის გჭირდებათ, ჩვენ კი სისტემასა და სამუშაო გეგმას შემოგთავაზებთ.